უახლესი ამბები
Local

საქართველოს 149 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს 149 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

29 სექტემბერს განხორციელდა ჩარტერული რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით. საქართველოს 149 მოქალაქე დაბრუნდა IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის (AVRR) ფარგლებში. ორგანიზებული დაბრუნება საბერძნეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია, რომელიც სრულად მხარდაჭერილია IOM საბერძნეთის მიერ.

რეისი განახორციელა „ეგეოსის ავიახაზებმა“.

საქართველოში ხელახალი დამკვიდრების მიზნით, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები მიიღებენ სარეინტაგრაციო დახმარებას, რომელიც განკუთვნილია პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მცირე შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაწყებისკენ.