-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საქართველოს 60-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
23 სექტემბერს განხორციელდა ჩარტერული რეისი ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის (AVRR) ფარგლებში. ორგანიზებული დაბრუნება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ინიციატივაა, რომელიც სრულად მხარდაჭერილია IOM-ის მიერ.
ბევრ ქვეყანაში პანდემია მიგრანტებს განსაკუთრებით შეეხო - უმრავლესობამ შემოსავლის წყარო დაკარგა, ახალი სამსახურის შოვნა კი უფრო გართულებულია, რაც მიგრანტებს დაბრუნებას აფიქრებინებს. ამასთან, კრიზისის დროს ბევრი მიგრანტი გეგმავს დაბრუნებას, რათა დრო საკუთარი ოჯახის წევრებთან გაატაროს. შესაბამის მთავრობებთან თანამშრომლობით IOM ხსენებულ მიგრანტთა დაბრუნების გზებს აქტიურად ეძებს, თუმცა არსებულ ბარიერებს ოფიციალური საბუთების მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება დაემატა, რაც ვირუსთან ბრძოლის მიზნით მიღებული რეგულაციებითაა გამოწვეული.
ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები გერმანიის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამამ (REAG/GARP) დაფარა.
დაბრუნებულთა ნაწილი სარეინტაგრაციო დახმარებას მიიღებს, რომელიც განკუთვნილია პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მცირე შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაწყებისკენ.