-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვიზიტი ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურში
2020 წლის 28-29 იანვარს IOM-ის ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურს ეწვიენ. ვიზიტის მიზანს საქართველოში სააგენტოს მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
2016-17 წლიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, IOM-ის დახმარებით, შექმნა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა (UMAS), რომელიც განვითარების ფაზაშია. UMAS-ის მიზანია სხვადასხვა წყაროებიდან მონაცემების შეგროვება, კონსოლიდირება და ანალიზი, რაც შესაბამის სამინისტროებს მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტად ეფექტიანი და თანმიმდევრული შემუშავების საშუალებას მისცემს. დღენახევრიანი ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ რამდენიმე ექსპერტს და მიიღეს ინფორმაცია ნიდერლანდების სოციალური სტატისტიკის მონაცემთა მართვის და არქიტექტურის შესახებ.
2019 წლის შუა რიცხვებიდან UMAS-ის პროცესები საქართველოს მთავრობის სრულ საკუთრებაში გადადის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სანდო მონაცემებზე დაყრდნობით მიგრაციის საფუძვლიანი პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. სამუშაო ვიზიტი IOM-ის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის "მიგრაციის მონაცემთა ანალიზის სფეროში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა.