უახლესი ამბები
Local

სამედიცინო მიზნით მიგრაციის მართვის პროექტის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

First Steering Committee Meeting for "Georgia Cares" Project.

29 თებერვალს,  IOM საქართველოს პროექტის - „Georgia Cares“-ის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში მმართველი კომიტეტი წევრებმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), IOM საქართველოს, საქართველოში შვეიცარიის და ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოები და პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმა. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოდან სამედიცინო მიზნით მიგრაციის მიზეზებთან გასამკლავლებლად.

IOM საქართველოს პროექტის - „Georgia Cares“-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას სამედიცინო მიზნით მიგრაციის გამომწვევი მიზეზების ამოცნობასა და აღმოფხვრაში. პროექტით დაგეგმილი კვლევა სიღრმისეულად შეისწავლის აღნიშნული ფენომენის მიზეზებს და განმაპირობებელ ფაქტორებს, და შექმნის საფუძველს მომავალი ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. 

სამედიცინო მიზნით მიგრაცია მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკის თითქმის სამჯერ გაზრდის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

IOM საქართველოს პროექტი „Georgia Cares“ ხორციელდება შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.