-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა ლიტერატურის საშუალებით: IOM და საქართველოს პენცენტრის შეხვედრების სერია რეგიონებში
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს პენცენტრთან თანამშრომლობით, დაიწყო საქართველოს რეგიონებში მწერლებთან შეხვედრების სერია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების ამაღლებას და საზოგადოებრივ დისკუსიაში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებას. პირველი შეხვედრა ამა წლის 30 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრ წყლებში მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართა.
IOM საქართველო ხაზს უსვამს ამ პროგრამის მნიშვნელობას: „ამ ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდნენ ცნობილ ავტორებს და მათთან ერთად განიხილონ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები, იმსჯელონ და გაანალიზონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები თუ მოვლენები და ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და განსხვავებულის მიმღებლობა, რაც ოდითგანვე ქართული იდენტობის ნაწილი იყო“.
შეხვედრაზე მწერალმა წაიკითხა ნაწყვეტები თავისი ახალი წიგნიდან „ექვსი ნოეს კიდობანი“. პიესებად დაწერილი ნოველების კრებული მოგვითხრობს 1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექვსი ქალი-პერსონაჟის ამბავს, მათ შორის, პოლიტიკაში, თეატრში, ფრონტსა თუ გადასახლებაში.
ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარე სოფლის მაცხოვრებლებისთვის ცნობილ მწერალთან შეხვედრა ამაღელვებელი გამოცდილება იყო. ღონისძიებას დაესწრნენ თელავის ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც. ისინი საგანგებოდ ჩამოვიდნენ თეთრ წყლებში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებთან შეხვედრის შესაძლებლობა იმდენად მწირია, რომ ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდნენ.
შეხვედრების სერია აპრილში გაგრძელდება და მათ კახეთი, იმერეთი და გურია უმასპინძლებთ.
შეხვედრების სერია იმართება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში.