-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
სამუშაო შეხვედრა: დიასპორის კონცეფციის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით დიასპორის ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა
2022 წლის 1 ივნისს, IOM-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა დაეთმო დიასპორის კონცეფციის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, დიასპორის ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, ამოცანების იდენტიფიცირებასა და კონცეფციის შემუშავების ეტაპების განსაზღვრას. IOM-ის რეგიონული ოფისის, შრომითი მობილობის და სოციალური ჩართულობის სპეციალისტმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დიასპორის მობილიზაციის არსებული მიდგომები და მიმოიხილა დიასპორის ფინანსური, ინტელექტუალური და სოციალური კაპიტალის მოზიდვის საუკეთესო პრაქტიკა (ირლანდიის რესპუბლიკა, მექსიკა, ინდოეთი, კორეის რესპუბლიკა, ა.შ.).
შეხვედრა გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისათვის”(BMMAG) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი.