უახლესი ამბები
Local

საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია - IOM ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს აღნიშნავს

საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია - IOM ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს აღნიშნავს

18 ოქტომბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად და ბავშვთა იძულებითი მათხოვრობის საკითხზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, IOM-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტოს ხელშეწყობით, ხაზი გაუსვა იმ უხილავ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მათხოვრობაში იძულებით ჩართული ბავშვები არიან.   

საქართველოში ბავშვთა ექსპლუატაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა იძულებითი მათხოვრობა, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. ხშირად, მათხოვრობაში ჩაბმული ბავშვები 10 წლისაც არ არიან. მათხოვრობაში მათი ჩაბმა შეიძლება მოხდეს მშობლების, დების, ძმების მეურვეების ან კრიმინალური დაჯგუფებების მიერ. მათხოვორბაში ჩაბმული ბავშვები მუშაობენ დიდხანს, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ზეწოლის ქვეშ. ტრეფიკიორები სარგებლის მისაღებად დაუცველ, გაჭირვებაში მყოფ პირებს, მათ შორის მიგრანტებსაც იყენებენ.

აღნიშნულ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით IOM-მა ქართველ ქუჩის მხატვართან, გაგოშასთან ითანამშრომლა. მხატვარმა, რომლის ნამუშევრებიც სოციალურ პრობლემებს ეხება, შექმნა ნახატი (შეგიძლიათ იხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელში ვაკის პარკთან, თბილისში), რომელიც IOM-მა პოსტერად გადააკეთა და 18 ოქტომბერს თბილისისა და ბათუმის ავტობუსის გაჩერებებზე განათავსა. იგივე ბანერები განთავსდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში. საზოგადოებაში ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IOM-მა „შავი კუბის კამპანიის“ მოტივებზე მოამზადა ვიდეო, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში ტელევიზიითა და სოციალური მედიის საშუალებით გაშუქდება. IOM იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ფარდა აეხდება მათხოვრობაში ჩართული ბავშვების წინაშე არსებულ საფრთხებს, რომელთა ნაწილი მაინც შესაძლოა ჩვენი ინფორმირებული ქმედებით შევამსუბუქოთ.

ბარათაშვილის ქუჩის გაჩერება ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. აქ ქუჩაში მომუშავე ბავშვებსაც შეხვდებით.