უახლესი ამბები
Local

შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 იანვარს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ღონისძიების მიწურულს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა - ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს, პარტნიორი უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დააჯილდოვეს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული მადლობის სიგელი გადაეცა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს შემოსავლების სამსახურს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.