-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მიგრანტთა დაკავების ალტერნატიულ მეთოდებს გაეცნენ
2021 წლის 16 და 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11-მა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ ტრენინგში, რომელიც ეხებოდა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების ალტერნატიულ ზომებზე. აღნიშნული პირები საქართველოდან გამგზავრებამდე შეიძლება დრობითი განთავსების ცენტრში აღმოჩნდნენ.
ტრენინგის ჩასატარებლად IOM-მა დაკავების საერთაშორისო კოალიციასთან (IDC) და მის კვიპროსისა და პოლონეთის წარმომადგენლობებთან ითანამშრომლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის აღნიშნული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგზე საუბარი იყო მიგრანტთა დაკავების ალტერნატიულ ეფექტიან ზომებსა და მათ მართვაზე ისე, რომ დაცული იქნას როგორც მიგრანტთა, ისე სახელმწიფოს ინტერესები. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებისთვის მოეწყო ინტერაქტიული ჯგუფური სესიები და დისკუსიები, რომელთა მიგრანტთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საიმიგრაციო უწყებებთან თანამშრომლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ხაზგასმა იყო.
IOM გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობას და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებაში საემიგრაციო სამართალდამცავი ორგანოებში შესაძლებლობების გაძლიერებას. ამავდროულად, IOM განაგრძობს დაუცველი მიგრანტების დახმარებას ისეთი პროგრამებით, როგორიცაა საქართველოდან წარმოშობის ქვეყანაში ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)” ნაწილია.