-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დელეგაცია (SDC) გურიას ესტუმრა
14-15 მარტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დელეგაცია ევრაზიის განყოფილების უფროსის მოადგილის - ბარბარა იაგის და გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხებში რეგიონალური მრჩეველის - ჯონათან რეზონიკოს შემადგენლობით გურიას ესტუმრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, IOM-ის დახმარებით სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებმაც სამშენებლო მასალების მულტიპროფილური საწარმო დაარსეს და ბლოკებს, ბეტონის დეკორატიულ ღობეებს, ექსტერიერის ბილიკებსა და ბეტონის მცენარეთა ქოთნებს აწარმოებენ. დელეგაციას თან ახლდნენ IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და IOM საქართველოს ადგილობრივი პროგრამების ოფიცერი - ნათია კვიციანი.
დელეგაციის წევრები 15 მარტს ოზურგეთის მერის პირველ მოადგილეს - გიორგი ღურჯუმელიძეს შეხვდნენ. მხარეებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე რეინტეგრაციასა და მდგრადი რეინტეგრაციის პროცესში მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრეს. მერის მოადგილემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) საპილოტე ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ხოლო IOM-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მისი განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა რეინტეგრაციისადმი არსებული მრავალგანზომილებიანი მიდგომის მნიშვნელობას და მუნიციპალიტეტში მომსახურების ცენტრის შექმნის საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვადასხვა ხელმისაწვდომი სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოსოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
ვიზიტი დელეგაციასა და საქართველოში შვეიცარიის ელჩს შორის შეხვედრით დასრულდა.
აღნიშნული აქტივობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)-ის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: საპილოტე ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში - გურია“ ფარგლებში გაიმართა.