-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
TDI-მ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო შექმნა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული EMERGE პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტიკის შემსწავლელ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებისა და მიგრაციის საკითხების ეთიკურად გაშუქების წახალისების მიზნით, IOM "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI)" თანამშრომლობს.
ამ მიზნით, TDI-მ "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის", "საქართველოს უნივერსიტეტის", "თბილისის ღია უნივერსიტეტის", "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)", "კავკასიის უნივერსიტეტის", "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და "ტელეკომპანია ფორმულას მედია სკოლის" ჟურნალისტიკის შემსწავლელი სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში TDI-ს მიერ ორგანიზებული ლექციების დამატებაა.
2021 წლის ივნისში TDI სტუდენტებისთვის წერით კონკურსს ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულები საჩუქრად მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ჯილდოებს მიიღებენ.