-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ტრეინინგი შრომითი ინსპექტორებისთვის იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციაზე
IOM-მა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩაატარა ტრეინინგი 7 და 8 აპრილს 38 შრომითი ინსპექტორისთვის. ტრეინინგი ეხებოდა იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის თემას.
ტრეინინგი გახსნა IOM-ის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL), იუსტიციის სამინისტროს და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ახლად შექმნილი სახელმძღვანელო დაიწერა შრომის ინსპექტორებისთვის იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის თემაზე, რომლის წარდგენა მოხდა ტრეინინგის მსვლელობისას.
ადგილობრივი ექსპერტი და თავად ყოფილი შრომითი ინსპექტორი უძღვებოდა ამ ტრეინინგს, რომელმაც წარადგინა სხვადასხვა თემა, მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, იძულებითი შრომის წინააღმდეგ არსებული სტანდარტები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის ინდიკატორები, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ ეკონომიკურ სექტორებშიზ, და ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრების ტექნიკები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვეულმა მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების კრიმინალური გამოძიების არსებულ მიდგომებზე და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა მოხდეს ოპერატიული ინფორმაციის გაზიარება და დანაშაულის ჩადენის ადგილზე სამხილის დაზიანების თავიდან აცილება.
ორდღიანი ტრეინინგი ჩატარდა INL-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ერთობლივი ძალისხმევა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ საქართველოში“.