უახლესი ამბები
Local

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისში - 30 ივლისი 2020

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისში - 30 ივლისი 2020

30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად IOM-მა  მთელი დღის მანძილზე თბილისის მზიურის პარკში წარმოადგინა არტ-ინსტალაცია "უხილავნი ჩვენს შორის". წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე. IOM-ისთვის ნახატი შექმნა ცნობილმა ქუჩის მხატვარმა გაგოშამ, რომელიც სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, მათ შორის მათხოვრობის და განათლების თემაზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. გაგოშას მიერ შექმნილ ნამუშევარს მოსახლეობა მომავალში თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ქუჩებში იხილავს, სადაც ბავშვთა მთხოვრობის თემა ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. IOM-ის 2019 წლის მაისის სიტუაციური ანალიზის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა სოც. მუშაკებმა და NGO-ება მიიღეს, ბავშვებიანი ოჯახები საქართველოდან და უცხო ქვეყნებიდან  მათხოვრობის მიზნით აჭარაში და სხვა ტურისტულ ლოკაციებზე მიემგზავრებიან. ადგილობრივი ბავშვებისგან განსხვავებით, ქუჩაში მომუშავე ბავშვებს, რომლებიც სხვა რეგიონებიდან ან ქვეყნებიდან არიან, ხშირად დასარჩენი ადგილი არ აქვთ და ღამეს ქუჩებში ატარებენ. 

IOM საქართველოს მთავრობასთან და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ პარტნიორებთან ერთად იძულებითი მათხოვრობის და ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის სხვა ფორმებს მულტიდისციპლინური და კოორდინირებული აქტივობებით ებრძვის. საერთაშორისო დონორების დახმარებით, როგორიც არის ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) და ევროკავშირი, IOM განაგრძობს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საქმიანობას და მოუწოდებს საზოგადოებას მეტი პროაქტიულობისკენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ბავშვთა იძულებითი მათხოვრობის დანაშაულის საპასუხოდ.  წელს, 30 ივლისის ღონისძიება ღონისძიება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.