-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
რაფიელი, რომელიც შვეიცარიიდან დაბრუნდა, ახლა წარმატებული მეფუტკრეა და ფუტკრის 16 ოჯახს უვლის. თუმცა, მის ცხოვრებაში იყო ძალიან რთული პერიოდიც, როდესაც მას აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დაეტოვებინა ოჯახი და მეგობრები, გაეყიდა თაფლის წარმოების ბიზნესი და მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ შვეიცარიაში გამგზავრებულიყო.
რაფიელმა შვეიცარიაში 8 თვე გაატარა ცოლშვილთან ერთად, რომლებიც მას აძლევდნენ ძალას, გაევლო მკურნალობა და დაემარცხებინა დაავადებები. უცხო ქვეყანაში ცხოვრებაც მისთვის ერთგვარი ბრძოლა იყო. მას ნათესავ-მეგობრები და სამშობლო ენატრებოდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ რაფიელი თავის (ოჯახთან ერთად) საქართველოში დაბრუნდა; IOM-ის „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ (AVRR) მეშვეობით მან შეძლო თავისი ბიზნესის ხელმეორედ დაწყება.
ბუნებრივ თაფლზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ამიტომ რაფიელი იმედოვნებს, რომ შეძლებს ბიზნესის გაფართოვებას: „მეფუტკრეობაში ჯეროვანი ცოდნა და გამოცდილება გამაჩნია. შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ შევძელი წყალტუბოში ოჯახური ბიზნესის გაგრძელება. რეინტეგრაციის მხარდაჭერის ფარგლებში შევიძინე ფუტკრის 16 ოჯახი და ახლა ვაწარმოებ და ვყიდი ცაცხვისა და წაბლის თაფლს.“ წელს IOM-ის საქართველოს ოფისმა წარმოადგინა რაფიელის პროდუქცია რაჭაში მიმდინარე ფესტივალზე „მდგრადი განვითარების მიზნები“ (SDG): „ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა პროდუქციამ ბევრი სანაქებო სიტყვა დაიმსახურა არა მარტო ადგილობრივი მოსახლეებისაგან, რომლებიც თავად არიან თაფლის წარმოების ექსპერტები, არამედ საერთაშორისო სტუმრებისაგანაც,“ - თქვა რაფიელმა.