-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„IOM-ის პროექტში გამარჯვებამ და ჩემი საქმიანობის წამოწყების შანსმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. მომეცა იმედი, რომ კვლავ შევძლებდი მეკეთებინა სასარგებლო საქმე და მიმეღო ფინანსური შემოსავალი,“ - გიზო ცინცაძე
გიზო ცინცაძე ემიგრაციაში ჯამში 8 წლის მანძილზე იმყოფებოდა, ჯერ გერმანიაში, ხოლო კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, 2020 წლის აგვისტოში, ოჯახთან ერთად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში წავიდა. ემიგრაციის პირველ ეტაპზე მუშაობა ადგილობრივ პლასტმასის გადამამუშავებელ საამქროში დაიწყო. გიზოს საქმიანობა უკრაინაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, შემოსავალიც კარგი ჰქონდა და ოჯახის რჩენაც არ უჭირდა, შესაბამისად სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავდა.
2022 წელის თებერვალში უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, დაიბომდა ქალაქი ხარკოვი, გიზოს და მის ოჯახს მრავალი დღის გატარება სარდაფში მოუწიათ, სახლიდან ვერ გამოდიოდნენ, უმძიმესი მდგომარეობის გამო, ქვეყნის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს, თუმცა გზა სამშობლოსკენ ურთულესი აღმოჩნდა. 7 დღის განმავლობაში, შემოვლითი გზებით უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდათ და 2022 წლის მარტში საქართველოში ჩამოაღწიეს. ოჯახმა ყველაფერი რაც გააჩნდა უკრაინაში დატოვა, მათი მთელი ქონება ომის ქარტეხილს შეეწირა. საქართველოში ჩამოსულებმა, მშობლიურ სოფელს მიაშურეს და გურიაში დასახლდნენ, ცხოვრება თავიდან უნდა დაეწყოთ.
გიზომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ შეიტყო. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მას, ჩოხატაურის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი, საინფორმაციო-საკონსულტაციო და რეფერალური ცენტრის - „სერვის ჰაბის“ თანამშრომელმა მიაწოდა და შესაბამისად დააკვალიანა.
გიზომ, მისივე თანასოფლელ, ქეთევან გამიხტაშვილთან ერთად საგრანტო განაცხადი მოამზადა, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევას გულისხმობდა. ბიზნეს-იდეის განხილვის შემდგომ, პროექტი დაფინანსდა და მიგრანტმა და მისმა პარტნიორმა საქმიანობის დაწყებამდე ყველა საჭირო მიზნობრივი ტრენინგი გაიარეს, მიიღეს საჭირო კონსულტაციებიც.
„IOM-ის პროექტში გამარჯვებამ და ჩემი საქმიანობის წამოწყების შანსმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. მომეცა იმედი, რომ კვლავ შევძლებდი მეკეთებინა სასარგებლო საქმე და მიმეღო ფინანსური შემოსავალი. პროექტის ფარგლებში გადმოცემული ინვენტარის მიღების შემდეგ დავასაქმე სოფლის 3 მკვიდრი და ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნებს ხარისხიანად და დროულად ვუპასუხოთ. უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია და არა მხოლოდ ადგილობრივების არამედ სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოსულ შეკვეთებსაც ვასრულებთ. ძალიან მიხარია, რომ ახლა ჩემს სამშობლოში შემიძლია ვიყო რეალიზებული და წარმატებული,“ თქვა გიზო ცინცაძემ.
ბიზნეს-ინიციატივა 2022 წელს 14,650 ლარით დაფინანსდა და წარმატებით მიმდინარეობს, სამომავლოდ კი გიზოსა და მის პარტნიორს გაფართოვების გეგმებიც აქვთ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ფოტო: IOM საქართველო