-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ჰენილი 20 წლის ინდოელი სტუდენტია, რომელიც ქუთაისში 2019 წლიდან ცხოვრობს. საქართველოში ჩამოსვლა და „აკაკი წერეთლის სახემლწიფო უნივერსიტეტში“ სწავლა სხვა ინდოელი სტუდენტების რჩევების საფუძველზე გადაწყვიტა.
„ელემენტარული ქართულის ცოდნის გარეშე ქუთაისში თავის დამკვიდრება შეუძლებელია.“ - ამბობს ჰენილი, რომლისთვისაც ქუთაისი მშვიდობიანი და ხელმისაწვდომი ქალაქია, სადაც მეგობრული, მზრუნველი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ჰენილი და მისი მეგობრები სწავლას დიდ დროს უთმობენ და კვირა დღეს ერთად ატარებენ - მათ ძალიან უყვართ სადილის მომზადება, ფილმების ყურება და ერთად სადილობა.
ჰენილი სამსახურს ეძებს, სადაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობას შეძლებს, რადგან მშობლების ფინანსურ მხარდაჭერაზე დამოკიდებულება არ სურს, მაგრამ მისი თქმით, ქუთაისში სამუშაო ადგილების დეფიციტია, განსაკუთრებით კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლის პარალელურად, ჰენილი ქართულსაც სწავლობს და იმედოვნებს, რომ ენის ცოდნა ადგილობრივებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ენობრივი ბარიერი ჰენილისთვის საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, რადგან ჩამოსვლამდე ფიქრობდა, რომ ადგილობრივთა უმეტესობა ინგლისურად საუბრობდა.
ჰენილი ქუთაისში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ რამდენიმე იდეა აქვს, თუ როგორ უნდა მიიზიდოს ქალაქმა მეტი უცხოელი და გახდეს უფრო საინტერესო. ჰენილის აზრით, ქუთაისში მრავალფეროვანი ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების გახსნით ქალაქი უფრო დინამიური გახდება. ჰენილი ვეგეტარიანელია და როგორც თავად ამბობს, ქუთაისში მისთვის არასაკმარისი არჩევანია - „მეტი დინამიური და მრავალფეროვანი გასართობი თუ რეკრეაციული სივრცე მეტ ახალგაზრდასა და ინგლისურის მცოდნე ადამიანს მოიზიდავს“, ამბობს ჰენილი.
ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი