-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„IOM-ის დახმარებითა და ინიციატივით ისეთი საქმის წამოწყება შევძელით, რომელმაც სამივე ჩვენთაგანს უარი ათქმევინა ემიგრაციაში კვლავ წასვლაზე,“ - პაატა ბურჭულაძე, საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი.
ნუგზარ გორგაძე, ზვიად კიკვაძე და პაატა ბურჭულაძე, რომლებიც ამჟამად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით რკინა-ბეტონის მრავალპროფილურ მცირე საწარმოს ფლობენ და ამუშავებენ ოზურგეთში, გურიაში საერთო ინტერესმა და საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ გააერთიანა. სამივე მათგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და რკინა-ბეტონის ნაკეთობების დამზადების მიმართულებით ცოდნა და პრაქტიული გამოცდილებაც დააგროვეს. თუმცა მიუხედავად ემიგრაციაში ყოფნისა, მათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება არჩიეს და საზღვარგარეთ დაგროვილი გამოცდილების საქართველოში გამოყენება სცადეს.
ნუგზარმა, ზვიადმა და პაატამ, IOM-ის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. საგულისხმოა, რომ ახლა უკვე პარტნიორებს, თავდაპირველად საგრანტო განაცხადი ინდივიდუალურად ჰქონდათ წარმოდგენილი, თუმცა იდეის ავტორებთან საინფორმაციო შეხვედრების, ინდივიდუალური კონსულტაციებისა და შესაბამისი ტრენინგების შემდეგ, ნუგზარმა, ზვიადმა და პაატამ ბიზნეს-იდეები გააერთიანეს და მომხმარებელს კომპლექსური მომსახურეობა შესთავაზეს, რკინა-ბეტონის მრავალპროფილური მცირე საწარმოს სახით.
მრავალპროფილური მცირე საწარმო, ოზურგეთში, პარტნიორების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში გაიხსნა, რომლის სრულად თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა IOM-მა უზრუნველყო და ორგანიზაციამ შ.პ.ს „სალტეს“ 23 034.60 ლარის ღირებულების 34 დასახელების ელექტრო ხელსაწყო და დანადგარი გადასცა.
„IOM-ის დახმარებითა და ინიციატივით ისეთი საქმის წამოწყება შევძელით, რომელმაც სამივე ჩვენთაგანს უარი ათქმევინა ემიგრაციაში კვლავ წასვლაზე. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე შევიძინეთ თეორიული ცოდნა წარმატებული საგრანტო პროექტის დაწერის შესახებ, რაც არა მხოლოდ ახლა, არამედ სამომავლოდაც გამოგვადგება, რათა ჩვენი ბიზნესი მეტად მდგრადი და წარმატებული გავხადოთ,“ თქვა მცირე საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა ბურჭულაძემ.
ამჟამად შ.პ.ს „სალტე“ მომხმარებელს რკინისა და ბეტონის ნებისმიერი სირთულის ნაკეთობის დამზადებასა და მონტაჟს სთავაზობს, როგორებიცაა მოაჯირები, ღობეები, სამშენებლო ბლოკი და სხვა, თუმცა სამომავლოდ დამატებითი სერვისების შეთავაზებაც იგეგმება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ფოტო: IOM საქართველო