„საქართველო 16 წლის ასაკში დავტოვე. თავდაპირველად ბულგარეთში ჩავედი, სადაც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ეროვნულ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. ვფიქრობ, ქვეყნის დატოვება ადრეულ ასაკში შედარებით ადვილია.

ბულგარეთის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში მეუღლესთან და შვილთან ერთად, კონსერვაციისა და რესტავრაციის დოქტორის ხარისხით და საკუთარი კარიერის დაწყების სურვილით. მთავრობის ხელშეწყობით წამოვიწყე და შევქმენი კონსერვაციის პირველი ლაბორატორია ბათუმში. მე და  ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე რესტავრაციის სპეციალისტია, თავდაუზოგავად ვშრომობდით ლაბორატორიის შესაქმნელად და დღეისათვის მრავალი დიდებული სარესტავრაციო სამუშაო გვაქვს ერთობლივად შესრულებული.

ამგვარი მიღწევებისა და წარმატების შემდეგ რაიმე ახლის შესწავლის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, ამიტომაც გადავწყვიტე გადასვლა. ზოგი აკრიტიკებდა ჩემს გადაწყვეტილებას იტალიაში წასვლის შესახებ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დამიჭირა მხარი.

როდესაც იტალიაში პირველად ვიხილე ვერონა, მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გააკეთე. ეს ქალაქი საოცარია, განსაცვიფრებელი! აქ ყოველი დღე დღესასწაულია; ვგრძნობ ჩემს მიერ აქ დანახული ყოველი შენობიდან მომდინარე შთაგონებას.

ჩემი გამოცდილებით, ხარისხით, ენთუზიაზმითა და მოტივაციით აღჭურვილი მე ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისათვის. ამჟამად ვსწავლობ იტალიურს და თავისუფალ დროს ხატებს ვწერ. ვამაყობ ჩემს მიერ გაკეთებული არჩევნებით და მინდა ყველას მოვუწოდო, მისდიონ თავიანთ ოცნებებს.“