უახლესი ამბები
Local

30 ივლისს საერთაშორისო საზოგადოება ტრეფიკინგთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

ყოველი წლის 30 ივლისს მსოფლიო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას ებრძოლოს ამ დანაშაულს და დაიცვას მოწყვლადი ადამიანები.
 
საქართველოში IOM 30 ივლისს საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, ტრეფიკინგის შესაძლო დანაშაული მოწმე პირებს, პოლიციას ან მსხვერპლთა დაცვის სტრუქტურებს მიმართონ. "ენდე შენს შინაგან ხმას" სლოგანით, კამპანიის მიზანი აღნიშნულ საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მისთვის იმის ჩვენებაა, რომ ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზებზე დარეკვა ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა.

IOM-მა განათავსა ბანერები, მოამზადა ვიდეო მიმართვები და დაარიგა ფლაერები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც ყველაზე დატვირთული სახმელეთო სასაზღვრო პუნქტია. აღნიშნული აქტივობა ზაფხულის ბოლოს შეფასდება, რათა შეფასდეს საინფორმაციო კამპანიის ეფექტიანობა. 

წელს IOM-ის საინფორმაციო კამპანია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება.