-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა საერთო პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს კოვიდ პანდემიის პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და IOM-ის მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის კუთხით რეგიონალურ გამოწვევებს.
ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) მადლობა გადაუხადა მის მიერ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პროექტებისა და მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორთან ერთად აჭარაში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთა შორისაა უცხოელ მიგრანტთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაც. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და კონსულტაციით აჭარიდან გერმანიაში განხორციელდა სამუშაოს მაძიებელთა ლეგალური დასაქმება.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის EMERGE პროგრამის მენეჯერი - მაია ვიბლერი და ბათუმის ოფისის კოორდინატორი - ნანა პაპიაშვილი ესწრებოდნენ.