-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს IOM ყურადღების ცენტრში აყენებს ბავშვთა შრომით ექსპლოატაციას საქართველოში
30 ივლისს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულსა და ბავშვთა იძულებით მათხოვრობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხაზი გაუსვა ხშირად უხილავ საფრთხეებს, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ემუქრებათ.
საქართველოში ბავშვთა ექსპლოატაციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია იძულებითი მათხოვრობა და სექსუალური და შრომითი ექსპლოატაცია. ხშირად 10 წლამდე ასაკის ბავშვებს მათხოვრობა შეიძლება აიძულონ მშობლებმა, და-ძმებმა, მეურვეებმა ან კრიმინალურმა დაჯგუფებებმაც. ბავშვები ქუჩაში მუშაობენ მრავალი საათის განმავლობაში და ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლნი. იძულებითი მათხოვრის მსხვერპლთა შორის არიან გაჭირვებაში მყოფი მიგრანტი ბავშვები.
ფართო საზოგადოებასთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, დასაკავშირებლად, IOM-მა ითანამშრომლა გაგოშასთან, თბილისში მოღვაწე ქუჩის მხატვართან, რომლის საქმიანობა ცნობიერებას ამაღლებს სოციალურ საკითხებზე, მათ შორის იძულებითი მათხოვრობის პრობლემაზე და ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. გაგოშას მიერ IOM–სთვის შესრულებული ნამუშევარი (რომელიც თბილისში, ვაკის პარკში, მდებარეობს) IOM-მა მნიშვნელოვანი გზავნილების მატარებელი პოსტერების სახით დაამონტაჟა რამდენიმე ბილბორდსა და ავტობუსის გაჩერებაზე საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.
IOM საქართველომ შეიმუშავა „შავი კუბის კამპანიით“ შთაგონებული ვიდეო ცნობიერების ამაღლებისთვის, რომელიც გაშუქდება კომერციული და საზოგადოებრივი ტელევიზიების მიერ და სოციალური მედიის გვერდებზე მომდევნო კვირების განმავლობაში.
ასევე, IOM–მა შეიმუშავა ინფორმაციული ვიდეო ადამიანებით ვაჭრობისა და ინტერნეტის თემაზე, რომელიც გაუზიარა ფეისბუქ ჯგუფის 16,000–ზე მეტ წევრს და სოციალური მედიის გამომწერებს. სოციალური მედიის მეშვეობით, განსაკუთრებით COVID-19–ის, მკაცრი იზოლაციისა და ეკონომიკური გაჭირვების დროს, ტრეფიკიორებს აქვთ უნიკალური და უსაზღვრო შესაძლებლობები, რომ დაუკავშირდნენ პოტენციურ მსხვერპლს.
ამ მულტიმედიური კამპანიით, IOM-ს სურს ფარდა ახადოს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეებს და აჩვენოს ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩვენს დეზინფორმირებულ ქმედებებს.
.