უახლესი ამბები
Local

აშშ-ს საელჩოს ინტერნებისათვის, საინფორმაციო შეხვედრა „ერთი დღე IOM”-ში გაიმართა

აშშ-ს საელჩოს ინტერნებისათვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა - „ერთი დღე IOM“-ში ჩატარდა 

20 ივნისს, აშშ-ს საელჩოს ინტერნებისათვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა - „ერთი დღე IOM“-ში ჩატარდა. ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და ზოგადად გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, 20-მდე ინტერნი დაესწრო.    

სტუმრებს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა მიმართა და გააცნო ინფორმაცია ზოგადად, გლობალურ დონეზე, ორგანიზაციის მანდატის შესახებ. გარდა ამისა, IOM-ის თბილისის ოფისის თანამშრომლებმა, დამსწრე საზოგადოებას, გააცნეს ის საკითხები, რომლებზეც ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის: რა გზა გაიარა IOM საქართველოს წარმომადგენლობამ შექმნის დღიდან დღევანდელობამდე, რას წარმოადგენს და როგორ ხორციელდება მიგრაციის მართვა, მიგრანტების დაბრუნება და რეინტეგრაცია, რა ტიპის სამუშაოები სრულდება მიგრანტთა, მათ შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისათვის, ესაუბრნენ საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედების და სხვა საკითხების შესახებ.   

შეხვედრის დასასრულს, ინტენრებმა, კითხვა & ასუხის ფორმატში, თემატური კითვები დასვეს, რომლებზეც დარგის სპეციალისტებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. საქართველოში IOM-ის საქმიანობისა და მანდატის შესახებ, დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა, რაც დადებითად აისახება ორგანიზაციის პოპულარიზაციაზე, როგორც აშშ-ს საელჩოში საქართველოში, ისე ყველა იმ სხვა დაწესებულებაში, სადაც ახალგაზრდები განაგრძობენ მოღვაწეობას მომავალში.