უახლესი ამბები
Local

"COVID-19 & მიგრაციის სახეები" - IOM-მა თელავში ფოტო გამოფენა მოაწყო

"COVID-19 & მიგრაციის სახეები" - IOM-მა თელავში ფოტო გამოფენა მოაწყო
IOM საქართველომ თელავში ფოტოგამოფენა "COVID-19 მიგრაციის სახეები" მოაწყო, რომელიც ასახავს მიგრანტებისა და მათი ოჯახების ისტორიებსა და იმედებს პანდემიის პერიოდში. ეს ამბები შეგვახსენებს, რომ პანდემიას არ აქვს საზღვრები - ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მათი ეროვნების, ეთნიკური ნიშნის, რელიგიისა და სტატუსის მიუხედავად. COVID-19 არ განასხვავებს მათ და ეს არც ჩვენ უნდა ვქნათ.
 
15 აპრილს მოწყობილი გამოფენა მიგრანტებისა და მათი ოჯახების ფოტოისტორიებს მოიცავს და ხაზს უსვამს მიგრაციის დადებით ასპექტებს და მასზე ასახული ისტორიების გაცნობა მსურველებს თელავის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეუძლიათ, მაისში კი მას ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს.
 
საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ისტორიები IOM-მა სამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „უფლებები საქართველო“, „მიგრაციის ცენტრი“ და „მწვანე კავკასია“ - თანამშრომლობით შეაგროვა. ამასთან, COVID-19-ის დროს სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი ისტორიების გაზიარების სურვილი გამოთქვეს იმ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყანაში IOM-ის დახმარებით დაბრუნდნენ და სარეინტეგრაციო დახმარებაც მიიღეს.  
 
აქტივობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.