-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ევროკავშირი მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას ებრძოლოს საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობას
ექსპერტების რჩევები უკანონო მიგრაციის სქემების გამოსავლენად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობას, ხელს შეუწყობს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის შემცირებას.
2017 წლის მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების განაცხადების რაოდენობა, რომელთაგან ბევრი უსაფუძვლოა. ევროკავშირმა აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მთავრობამ თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო განაცხადების მზარდი რაოდენობის საპასუხოდ და ფასილიტატორების/შუამავალი კომპანიების მიერ ევროკავშირში ამ მიგრაციული ნაკადების ხელშეწყობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, 2019 წლის ივნისში სისხლის სამართლის კოდექსში 3442 მუხლი დაამატა: პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება. საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან IOM-ის მიერ 2020 წლის განმავლობაში მიმდინარე კომუნიკაციის მიხედვით, ეს მუხლი არც თუ ისე ხშირად გამოიყენებოდა საქართველოდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში. სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი სისხლის სამართლის დებულების აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა ან მიდგომების შესწავლის სურვილი IOM-ს ორივე უწყებამ დაუდასტურა
შესაბამისად IOM-მა, 28-29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგის ჩასატარებად იტალიელი პროკურორი და გამომძიებელი მოიწვია. ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს იმ უკანონო მიგრაციის სქემების გამოძიების სამართლებრივი და პრაქტიკული დეტალები გაუზიარეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უკანონოდ დარჩენაში ხელშეწყობას.
ტრენინგ კურსი პროექტის „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი ევროკავშირის დახმარებით IOM-ის მიერ განხორციელებული აქტივობების გაგრძელებაა, რომელშიც ჰოლანდიელი, ფრანგი და ესპანელი ექსპერტები იყვნენ ჩართული.
ტრენინგ კურსი ოფიციალურად 28 მარტს, 09:30 საათზე თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ნიკოლოზ ჭინკორაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა - ნათია ჯაფარიძემ.