უახლესი ამბები
Local

ევროკავშირმა და IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გარე სავარჯიშო სივრცე მოაწყეს

Text  Description automatically generated with medium confidence

 

ევროკავშირმა და IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გარე სავარჯიშო სივრცე მოაწყეს

გარე სავარჯიშო სივრცე, რომლის მოსაწყობად 23,200 ევრო დაიხარჯა, დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ მიგრანტებს დასვენების პერიოდში ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

თბილისი, 2023 წლის 23 თებერვალი - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიგრაციის დეპარტამენტმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გარე სავარჯიშო სივრცე გახსნეს.

ცერემონიას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი - მიხეილ ჩიკვაიძე, IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე - ევია კოტანი დაესწრნენ.

გარე სავარჯიშო სივრცეები შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ მიგრანტებს დაწესებულებიდან გამოშვების გადაწყვეტილების ან/და ვადაგასული ან დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ჩანაცვლების მოლოდინის პროცესში მეტი ფიზიკური აქტივობის საშუალებას მისცემს.

სავარჯიშო სივრცის მოწყობა ორ კომპონენტს მოიცავდა: ინფრასტრუქტურის განვითარება და სავარჯიშო სივრცისათვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა და დამონტაჟება. აქტივობის შედეგად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ორი განცალკევებული გარე სავარჯიშო სივრცე მოეწყო (საერთო ღირებულება: 23,200 ევრო), რომლითაც ქალი და მამაკაცი მიგრანტები თავისუფალ დროს ისარგებლებენ.

პროექტის შესახებ

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG): საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის შესაძლებლობების მეტად გასაძლიერებლად“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრის და მიგრაციის უფრო ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა,  tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • ლევან გოგოტიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ასისტენტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, lgogotishvil@iom.int

 

განხორციელებულია: