უახლესი ამბები
Local

იმიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკა და გამოცდილება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და გასავლელი გზა

ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობის ზრდა საქართველოს მთავრობას იმიგრაციის მართვაში მეტი რესურსის მობილიზებისკენ და ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეეხო, რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ მიგრანტთა ინტეგრაციის კუთხით ახალი ვალდებულებები დაემატა.

წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს იმიგრანტთა ინტეგრაციის გამოწვევების გამოვლენას იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის კონტექსტური ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული კვლევა აფასებს და აანალიზებს საქართველოში იმიგრაციის მიზეზებს; შეისწავლის ინტეგრაციის საჭიროებებს იმიგრანტთა განსხვავებული კატეგორიებისთვის და აგროვებს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს ბინადრობის უფლების გაცემის შესახებ ამ ჯგუფებში. კვლევაში განხილულია იმიგრანტთა საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების შესახებ კანონმდებლობა და მასში შეფასებულია იმიგრანტთა ინტეგრაციის მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები.

სრულად