-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-ის გუნდი IOM საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზე სასაუბროდ შეიკრიბა
14-15 ოქტომბერს IOM-ის გუნდი ორდღიან ტრენინგს დაესწრო. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. სემინარის მიმდინარეობისას კოლეგებმა განხორციელებული აქტივობები და მომავალი პროექტები მიმოიხილეს.
ტრენინგი IOM-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რენატ ჰელდმა გახსნა, რომელმაც IOM საქართველოს გუნდს ერთგულებისთვის, ლიდერობისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი COVID-19 პანდემიის დროს გაწეული სამსახურისთვის, როდესაც ისედაც რთულ გარემოს არაერთი გამოწვევა დაემატა. რენატ ჰელდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ IOM-ისთვის პრიორიტეტად რჩება საკითხების სამხილებზე დაფუძნებული გადაჭრა, რომელიც ახალისებს სახელმწიფო საკუთრებას მიგრაციის მმართველობაზე და მყარ, დაცვაზე ორიენტირებულ ვარიანტებს.
გაეროს მუდმივი წარმომადგენლის უფროსმა ეკონომისტმა საქართველოში, ანა პლატონოვამ გაეროს სისტემაში ცვლადი დინამიკა მიმოიხილა, რომელიც მომავალში გაეროს სააგენტოების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.
ტრენინგს დისტანციურად შემოუერთდნენ IOM-ის მისიების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IOM-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა - სტეფანი ალემანმა და სარა ჰარისმა დისკუსია გამართეს კითხვა-პასუხის რეჟიმში IOM-ის სტრატეგიულ სტრუქტურებსა და რეგიონულ სტრატეგიაზე. IOM-ის სათაო ოფისის პროგრამების უფროსმა მენეჯერმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IOM-ის რეგიონული ოფისის რეგიონული რესურსების მართვის უფროსმა ოფიცერმა - მივა ტაკაჰაშიმ და არიეტა რუდიმ ქართველ კოლეგებთან IOM-ის ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრეს.
ტრენინგის მონაწილეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა და მათ სემინარზე დასრებისთვის მადლობა გადაუხადა.
.