უახლესი ამბები
Local

IOM-ი აჭარაში მიგრაციის მართვის ინდიკატორების შეფასების პროცესს იწყებს

2023 წლის 2 ნოემბერს, IOM საქართველოს ინციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის მიგრაციის მართვის ინდიკატორების (Local Migration Governance Indicators _ LMGI) პროცესის ინიცირებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი MGI-ები ეფუძნება დაახლოებით 80 ინდიკატორის ნაკრებს, რომელიც ეხმარება ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ხელისუფლებას გააანალიზოს მიგრაციის საკითხებზე არსებული ადგილობრივი პოლიტიკა და პროგრამები, არსებული კარგი გამოცდილება მიგრაციის მართვის საკითხებში და განსაზღვროს სფეროები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას.

მოხარული ვართ, რომ ქალაქ ბათუმი ჩაერთო მიგრაციის მართვის ინდიკატორების შეფასების პროცესში, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიგრაციის მართვის პროფილის შემუშავებით უნდა დასრულდეს.