-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ სააგენტოთა შორის საკოორდინაციო შეხვედრა მოაწყო
21-23 ივლისს IOM-მა თელავში სამინისტროებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, რომელზეც ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს ქმედებები განიხილებოდა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და შრომითი ინსპექციის 20 თანამშრომელი. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის შეთანხმებული სახელმწიფო მოქმედების ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად ადამიანებით ვაჭრობის სხვადასხვა ფორმებთან ბრძოლაში და კანონის აღსრულებისა და დახმარების ძალისხმევის გაზრდის საშუალებები.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკუთარ წლიურ მოხსენებაში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ოფიციალურად გამოქვეყნდა. სემინარი ასევე ფოკუსირებული იყო პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებაზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური დღის მოახლოებასთან ერთად, რომელიც ტრადიციულად 30 ივლისს აღინიშნება.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის - "საერთო ძალისხმევა საქართველოში ადამიანებით ვაჭრობასთან საბრძოლველად" ფარგლებში გაიმართა.