უახლესი ამბები
Local

IOM-მა ადგილობრივი და რეგიონალური ჟურნალისტებისთვის მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

18-19 ივლისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) "ინტერნიუს საქართველო"-სთან ერთად ადგილობრივი და რეგიონალური ჟურნალისტებისთვის მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგს ქართული მედია საშუალებების 25 წამომადგენელი დაესწრო, რომლებსაც მისასალმებელი სიტყვით IOM-ის ადგილობრივი პროგრამებისა და მედია კომუნიკაციების ოფიცერმა - ანა კაკუშაძემ მიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა მომხსენებლებისგან მიგრანტთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული პრობლემების, მიგრაციის გაშუქების ეთიკისა და ტენდენციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

აქტივობის მიზანი საქართველოში მიგრაციის საკითხების უკეთ გაგებასა და ინფორმირებულობის გაზრდის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანაა, მათ შორის, მედიის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მაღალი ხარისხით მიწოდებაში და ჟურნალისტებისა და მედიის დაინტერესების ზრდაში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

აღნიშნული აქტივობა „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც IOM ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.