-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრები ჩაატარა
21 და 22 ივნისს, 2023, ბათუმში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზები, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ადმინისტრაციული ერთეულების სერვის-ცენტრების თანამშრომლებისთვის, სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრები მიზნად ისახავდა, მონაწილეთათვის საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო გზამკვლევის გაცნობას. გზამკვლევი, IOM საქართველოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ: მათ შორის, პირადი დოკუმენტების, ქონების რეგისტრაციის, სამეწარმეო საქმიანობის, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების/პროექტების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამების მიმართულებით.
შეხვედრისას, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, კერძოდ, სერვის-ცენტრების თანამშრომელთა პოტენციალის გაძლიერების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისის განვითარებაზე.
რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და სათემო გაძლიერების საპილოტე პროექტის ფარგლებში, IOM საქართველომ, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, უკვე შექმნა ე.წ. „სერვის ჰაბები“ საქართველოს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში, გურიის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და თბილისში. მათი ძირითადი ფუნქციაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, დაბრუნებული მიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა, საქართველოში ხელმისაწვდომი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში.