-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა და სამგორის რაიონის გამგეობამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
2023 წლის 22 თებერვალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოს, სამგორის რაიონის გამგებელმა - კახა სამხარაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ვარკეთილის მასივში, შერჩეულ ლოკაციაზე, ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტთა და დაბრუნების თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სათემო პროექტის, „საყოფაცხოვრებო სერვის ცენტრის“ შექმნის და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობაში.
საყოფაცხოვრებო სერვის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლოებას ხელმისაწვდომი სერვისები უნდა შეუქმნას სარემონტო-სამშენებლო მიმართულებით: ელექტროობა, სანტექნიკა, კანალიზაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სხვა.
საყოფაცხოვრებო სერვის ცენტრში მისულ ადგილობრივ მოსახლეს ასევე შეეძლება სარემონტო-სამშენებლო ტექნიკის/ინვენტარის შეღავათიან ფასად დაქირავება, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საჭიროებებისათვის.
სათემო ინიციატივა ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“.
ხელმომწერმა მხარეებმა, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციასა და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვან როლზე და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.