-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა და UNHCR-მა საქართველოსთვის საჭირო ინტეგრაციის პრაქტიკების შესასწავლად პორტუგალიაში შემეცნებითი ტური ჩაატარეს
19-23 ივლისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), გაეროს ლტილვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პორტუგალიაში შემეცნებითი ტური ჩაატარა. ვიზიტის მიზანი ქვეყნის ინტეგრაციის პოლიტიკის გაცნობა, ინტეგრაციის ერთი ფანჯრის მოდელის ფუნქციონირებისა და სტრუქტურის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების მიღება და მონაცემთა შეგროვება-გაზიარების მეთოდების უფრო დეტალური შესწავლა იყო.
IOM საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საინტეგრაციო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით. ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკასა და კვლევებზე ორიენტირებული სემინარების გარდა, IOM-მა, ეროვნული ინტეგრაციის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში სამინისტროს დასახმარებლად, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები შეარჩია.
შემეცნებითი ტური „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)” პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც IOM ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.