-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა MigApp საქართველოსა და სომხეთში გამგზავრების მსურველი მიგრანტების საჭიროებებს მოარგო
2021 წლის 29 ივნისს IOM-მა მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმის - MigApp-ის ახალი ვერსია - გამოუშვა. MigApp მიგრანტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნების შესახებ, რომელში გამგზავრებას ან ცხოვრებასაც გეგმავენ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, EMERGE პროექტის ფარგლებში, IOM-მა აპლიკაცია საქართველოსა და სომხეთში გამგზავრების მსურველი მიგრანტების საჭიროებებს მოარგო. აპლიკაციის დახმარებით, მიგრანტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მიგრაციის სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. ასევე, მიგრანტებს აქვთ წვდომა საგანგებო და აუცილებელ საკონტაქტო ინფორმაციასა და ლოკაციებზე დანიშნულების ქვეყნებში. აპლიკაციის საშუალებით მიგრანტები ასევე იღებენ ინფორმაციას გლობალური ინციდენტების შესახებ. აპლიკაცია იძლევა მიგრანტსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შორის საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესაძლებლობას მასში ჩაშენებული Dr. Translate-ის საშუალებით. მონიშნე დანიშნულების ქვეყანა საქართველოსა ან სომხეთის ჩათვლით, როგორც შენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და იყავი უსაფრთხოდ სახლიდან შორს.
გადმოწერე აპლიკაცია Google Play-სა ან AppStore-ის საშუალებით.