-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა საქართველოში რეინტეგრაციის შედეგების კვლევა წარადგინა
ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამები და რეინტეგრაციის ხელშემწყობი დამოუკიდებელი პროგრამები მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებასა და მდგრად რეინტეგრაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წარმოგიდგენთ IOM-ის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის - რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის ინტეგრირებული საოპერაციო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა - ფარგლებში ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგებს, რომელიც სხვადასხვა სახის პროგრამით სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის შედეგებს მოიცავს.
მოხსენებაში აღნიშნული შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს რეინტეგრაციის არსებული პროგრამების გაძლიერებაში. IOM მზადაა, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით, მდგრადი რეინტეგრაციის ტექნიკურ ექსპერტიზაში, კონტროლში, შეფასებასა და შესწავლაში დასახმარებლად. IOM მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურსა (OFII) და “კარიტას საქართველოს“ კვლევის მხარდაჭერისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: კაროლინა კრელინოვას (kkrelinova@iom.int) ან IOM-ის თბილისის ოფისს (iomtbilisi@iom.int).