-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის დოკუმენტების შემოწმების შესახებ ტრენინგი დაიწყო
26 ოქტომბერს IOM საქართველომ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის სამდღიანი “დოკუმენტების შემოწმების” ტრენინგი დაიწყო. IOM-მა აღნიშნული კურსის ჩასატარებლად ნიდერლანდებიდან დოკუმენტების ექსპერტი - ალექს ვან დურენი მოიწვია, რომელიც სხვა თემებთან ერთად მონაწილეებს დოკუმენტების შემოწმების, საიდენტიფიკაციო მექანიზმებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესამოწმებელი ტაქტიკური და ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების ოფიცერმა იურატე იუდსნუკაიტემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
აქტივობას წინ უძღვოდა IOM-ის მიერ შეძენილი დოკუმენტების შესამოწმებელი 77 მოწყობილობის შეძენა და აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ტრენინგი განკუთვნილია სააგენტოს თანამშრომლებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის განცხადის გაკეთებისას შეტანილ დოკუმენტებს განიხილავენ. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან დოკუმენტების დამცავი ნიშნების ახალ დეტალებს და მათი შემოწმების ტექნიკებს.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG) ნაწილია.