უახლესი ამბები
Local

IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის კულტურათშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

19-20 მარტს IOM-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისათვის კულტურათშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს თბილისის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულისა და გორის იუსტიციის სახლების 22 თანამშრომელი დაესწრო.

ტრენინგს საერთაშორისო და სახელმწიფო ექსპერტების - გიორგი ჩხეიძის და კალინ რუსის გუნდი წარუძღვა. თბილისში ჩატარებული ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში, დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიგრაციის ტენდენციების, კულტურული განსხვავებების, კულტურათშორისი კომუნიკაციისა და კომპეტენციის, საქართველოში მცხოვრები მიგრანტების კულტურული პროფილების, კულტურათშორისი და ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებით გამოწვეული კონფლიქტების მართვისა და მიგრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხების შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები შეძენილ უნარებს უცხოელ მიგრანტებთან ურთიერთობისას გამოიყენებენ, რომლებსაც, სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურებიდან გამომდინარე, ხშირად ხვდებიან.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ტრენინგში აქტიურად მონაწილეობდნენ და საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. ტრენინგ კურსი ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლების მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგი განხორციელდა IOM-ის პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.