-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის კულტურათაშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაიწყო
23 ივნისს IOM-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის კულტურათაშორისი კომუნიკაციის შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. ტრენინგს, შსს-ს მიგრაციის, მართლწესრიგის ინსტიტუტის, ადამიანის უფლებების, პოლიციის აკადემიის და სხვა დეპარტამენტების 17 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი კალინ რუსი და ასევე ადგილობრივი ექსპერტი გიორგი ჩხეიძე. აღნიშნულ ტრენინგს წინ უძღვოდა ონლაინ შეხვედრა, რომელიც მიმდინარე წლის 21 ივნისს გაიმართა. ონლაინ შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ტრენინგზე განსახილველი საკითხები.
თბილისში ჩატარებული ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში, დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიგრაციის ტენდენციების, კულტურული განსხვავებების, კულტურათშორისი კომუნიკაციისა და კომპეტენციის, საქართველოში მცხოვრები მიგრანტების კულტურული პროფილების, კულტურათშორისი და ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებით გამოწვეული კონფლიქტების მართვისა და მიგრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხების შესახებ. შსს-ს თანამშრომლები შეძენილ უნარებს სამინისტროში მომუშავე მათსავე კოლეგებს გაუზიარებენ. აღნიშნული მათ დაეხმარება უცხოელ მიგრანტებთან ურთიერთობის პროდუქტიულად წარმათვისთვის. ტრენინგის სრული ციკლი დასრულდება ივლისის თვეში, როდესაც მონაწილეებს საბოლოო ტრენინგები ჩაუტარდებათ.
ტრენინგი ხორციელდება IOM-ის პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.