უახლესი ამბები
Local

IOM-მა ტრენინგი "ინტეგრირებული მიდგომა რეინტეგრაციისადმი" ჩაატარა

2021 წლის 27-29 ოქტომბერს, IOM-ის საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - ინტეგრირებული მიდგომა რეინრეგრაციისადმი.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და პოლიტიკის სამმართველოს,  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების მიწოდების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობისა სახელმწიფო სააგენტოსა და პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომლები, ასევე, კახეთის იმ ოთხი მუნიციპალიტების - ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, , ყვარელი, წარმომადგენლები, სადაც IOM საქართველო მდგრადი რეინტეგრაციის ხელწყობისა და სათემო  გაძლიერების საპილოტე პროექტს ახორციელებს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. ტრენინგს უძღვებოდნენ IOM -ის ვენის რეგიონული ოფისის, მიგტანტთა დაცვისა და დახმარებისა და შრომითი მობილობისა და განვითარების განყოფილებების წარმომადგენლები.

მონაწილეები გაეცნნენ რეინტეგრაციისადმი ინტეგრირებულ მიდგომას -   სხვადასხვა დონისა (ინდივიდუალური, სათემო, სტრუქტურული) და განზომილების ( ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოსიციალური) გათვალისწინებით, სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შემუშავებისას გასათვალისწინებული პრინციპებს, ასევე იმსჯელეს რეინტეგრაციასა და  მდგრადი განვითარებას შორის კავშირზე და განვითარების ეროვნული და ადგილობრივ პოლიტიკაშიცმიგრაციის საკითხების ინტეგრირებაზე.

მხარეებმა ასევე განსაზღვრეს რეინტეგრაციის სფეროში IOM საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები, დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშესაწყობად.

ღონისძიება გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის - რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის ინტეგრირებული საოპერაციო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა- ფარგლებში.