უახლესი ამბები
Local

IOM-მა ზრუნვის სააგენტოს ტრეფიკინგის საკითხებზე მომზადებული სახელმძღვანელოები გადასცა

 
30 ივლისს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომზადებული სახელმძღვანელოები გადასცა.
 
IOM საქართველოში წელია გამოხატავს სახელმწიფოს მხარდაჭერას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადებულ სახელმძღვაენლოში მოცემულია ტრეფიკინგის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, მსხვერპლთა იდენტიფიცირების და დახმარების, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის პრაქტიკაში დანერგვის/გამოყენების შესახებ ინფორმაციები.
 
IOM-ის პროგრამების კოორდინატორმა მარკ ჰულსტმა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძესთან შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი უახლოესი პერიოდის აქტივობებიც.