უახლესი ამბები
Local

IOM პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების - "თანადგომისა" და "ინტელექტის" წარმომადგენლებს ბათუმში შეხვდა

IOM პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების - "თანადგომისა" და "ინტელექტის" წარმომადგენლებს ბათუმში შეხვდა

24 მაისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და EMERGE პროგრამის მენეჯერი - მაია ვიბლერი ბათუმში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების - "თანადგომისა" და "ინტელექტის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო მიგრანტთა საჭიროებებზე, გატარებულ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე.

IOM არასამთავრობო ორგანიზაციებთან "ინტელექტთან" და "თანადგომასთან" ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული EMERGE პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს. ორგანიზაციებმა პროექტის ფარგლებში შეისწავლეს მიგრანტების, მათ შორის სტუდენტების, გაჭირვებაში მყოფი და დაუცველი მიგრანტების, უცხო ქვეყნების მოქალაქე სექსმუშაკების საჭიროებები COVID-19-ის დროს და მათ ჰუმანიტარული, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს. ინტელექტი, EMERGE პროექტის ფარგლებში ასევე მუშაობს ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის მიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის გეგმის განვითარებაზე.