უახლესი ამბები
Local

IOM presents new pilot project “Sustainable Reintegration and Community Revitalization in Communities of Return”

IOM presents new pilot project “Sustainable Reintegration and Community Revitalization in Communities of Return”

2021 წლის 2 აპრილს IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი, ნათია კვიციანი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, პლატონ კალმახელიძეს და ადმინისტრაციის უფროსს, ნინო უტიაშვილს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, IOM საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა პროექტის "მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში" საპილოტე ვერსია წარმოადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით.

პროექტი დაფინანსებულია "მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF)" და "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)" მიერ.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.