-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM საქართველო იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანიც ქსენოფობიასთან ბრძოლა და მიგრანტების უფლებებისა და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში იწყებს კამპანიას "ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას — ჩვენში საერთო მეტია". მისი მიზანი მიგრანტთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქსენოფობიასთან ბრძოლა და მიგრაციის და მიგრანტთა დადებითი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საზოგადოებას გააცნობს ბელგიელ, ირლანდიელ, ინდოელ, იაპონელ, ნიგერიელ და ირანელ მიგრანტთა ისტორიებს, რომლებიც საქართველოში უკვე მრავალი წელია ცხოვრობენ. IOM იმედოვნებს, რომ კამპანია დაამსხვრევს სტერეოტიპებს და სურს წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და მიგრანტთა როლი ქვეყნის განვითარებისთვის.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს დისკუსიებს, რომლებიც თბილისში, სასტუმრო "სტამბაში" გაიმართება და მათი ხილვა IOM-ის Facebook გვერდზეც იქნება შესაძლებელი. დისკუსიების წამყვანი ქართველი მწერალი და ტელეწამყვანი - დათო გორგილაძე იქნება. დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ - მარიამ სანოგო, ტელეწამყვანი და მოდელი, რომელიც საქართველოში 20 წელია ცხოვრობს და ბრაიან იდოუ, საფეხბურთო მწვრთნელი და მსახიობი, რომელიც საქართველოში 17 წელია ცხოვრობს. მესამე მონაწილე სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი იქნება.
ნახე ვიდეო და მოისმინე, რას ფიქრობენ ჯოზეფი, კანჯი, მაიტრი, ტიმოთი და სხვები.
კანპანიის ფარგლებში IOM-მა შექმნა მარტივი, სახალისო ტესტი, რომელიც სულ 7 კითხვისგან შედგება. ტესტი არ ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს, თუმცა ის დაგეხმარებათ მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებისა და ქმედებების შეფასებაში. მრავალფეროვნება აუცილებელია საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისათვის. გაარკვიეთ ჩვენთან ერთად, რამდენად შემწყნარებელი ხართ.
კამპანია ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ჩვენი ვებ გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყობთ.