უახლესი ამბები
Local

IOM საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მე-15 ევროპული დღე აღნიშნა

18 ოქტომბერს IOM საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მე-15 ევროპული დღე აღნიშნა და ხახი გაუსვა ბავშვთა ტრეფიკინგის განსხვავებულ ფორმებს. საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულ ტელეარხებსა და IOM-ის სოციალური მედიის პლატფორმებზე ორი ვიდეო განთავსდა, რომელიც ბავშვთა იძულებით მათხოვრობასა და ტრეფიკიორების მხრიდან სოციალური ქსელების ეფექტურ გამოყენებას ეხება, რითიც ისინი დაუცველ ბავშვთა ექსპლოატაციას ეწევიან.

IOM საქართველომ ასევე ითანამშრომლა „ლევან ალექსიძის ფონდთან“ და უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოში ადამიანთა ტრეფიკინგის კუთხით არსებული სიტუაცია მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო განათლების როლს ადამიანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებით და მასწავლებელთა გადამწყვეტ როლს ახალგაზრდებში აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაში.

IOM საქართველომ აღნიშნული აქტივობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)”

იხილეთ ევროკავშირის განცხადება