უახლესი ამბები
Local

IOM საქართველომ წარადგინა ახალი საპილოტე პროექტი - “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”- გურიისა და იმერეთის მხარეში

IOM საქართველომ წარადგინა ახალი საპილოტე პროექტი - “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”- გურიისა და იმერეთის მხარეში

2021 წლის 7-8 აპრილს IOM საქართველომ წარადგინა ახალი საპილოტე პროექტი - "მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში"- გურიისა და იმერეთის მხარეში.

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და პროექტის გუნდი შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში, მის მოადგილეს და გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ასევე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

IOM საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა წარადგინეს საპოლოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებს მიგრანტებისა და მათი დაბრუნების თემების როლის წარმოჩენას განვითარების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით.

გურიისა და იმერეთის რეგიონის მმართველმა ორგანოებმა გამოთქვეს თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა. მხარეები შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად.

პროექტი დაფინანსებულია "მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF)" და "შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)" მიერ.