უახლესი ამბები
Local

IOM საქართველომ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა - თანამშრომლობის გზები მდგრადი რეინტეგრაციის ხელშესაწყობად

2021 წლის 29 ივნისს, IOM-ის საქართველოს ორგანიზებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების მიწოდების სააგენტოს და საქართველოს კარიტასის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა - თანამშრომლობის გზები მდგრადი რეინტეგრაციის ხელშესაწყობად.

IOM საქართველომ წარადგინა დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის შედეგების საველე კვლევისა და რეინტეგრაციის სისტემის სამაგიდე კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის სამომავლო ხედვა და გეგმები, ასევე, იმსჯელეს წარმოდგენილი კვლევების რეკომენდაციების საფუძველზე, სარეინტეგრაციო პოლიტიკის განვითარების საკითხებზე, რეინტეგრაციის სხვადასხვა დონისა (ინდივიდუალური, სათემო, სტრუქტურული) და განზომილების ( ეკონომიკური, სოციალური) გათვალისწინებით.

მხარეებმა განსაზღვრეს აღნიშნულ სფეროში IOM საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები, დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშესაწყობად.

ღონისძიება გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის - რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის ინტეგრირებული საოპერაციო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა- ფარგლებში.