უახლესი ამბები
Local

IOM საქართველომ ტრანსსასაზღვრო დანაშაულის შესახებ ტრენერთა ტრეინინგის კურსი ჩაატარა

2021 წლის 21-25 ივნისს, IOM-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის შესახებ ტრენერთა ტრეინინგის კურსი ჩაატარა. ღონისძიებაზე იტალიელმა ექსპერტმა სასწავლო მოდულები შსს აკადემიის ინსტრუქტორებს წარუდგინა. მოდულები მოიცავს ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო საკითხებს და ასევე ფოკუსირდება ნარკოტიკების კონტრაბანდასა და ადამიანთა ტრეფიკინგზე. თეორიული ასპექტების გარდა, ტრეინინგზე ადგილი დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებს კონკრეტულ კაზუსებზე, ისევე როგორც სწავლების ტექნიკებზე. ტრეინინგ მოდულები და დამხმარე მასალები, რომლებიც ექსპერტმა მოამზადა ინტეგრირდება შსს აკადემიის ზოგად სასწავლო კურიკულუმში.

აქტივობა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ნაწილს, რომელიც ხორციელდება IOM-ის მიერ 2017 წლიდან.