უახლესი ამბები
Local

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

16 ივნისს IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანს IOM-ის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, კოვიდ პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მიგრაციის კუთხით რეგიონის ბოლო დროინდელ გამოწვევებს და აჭარაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეღავათებს. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აჭარაში განხორციელებული პროექტებისა და მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.
 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობს მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მათ შორის მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება. ასევე IOM მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას და უზრუნველყოფს მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერებას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები და IOM-ის თბილისისა და ბათუმის ოფისების თანამშრომლები დაესწრნენ.