უახლესი ამბები
Local

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს შეხვდა

14 ივნისს IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, გიორგი ღურჭუმელიძეს შეხვდა და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.

15 ივნისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ოზურგეთში დაბრუნებული საქართველოს სამი მოქალაქის მიერ შექმნილ რკინა-ბეტონის ერთობლივ საამქროს სამუშაო იარაღები და აპარატურა გადასცა. პოლონეთში, უკრაინაში და რუსეთში მიგრაციის გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა IOM-ის მხადაჭერით არსებული რკინის მიკრო საამქრო გააფართოვეს და რკინა-ბეტონის ნაკეთობების მცირე საწარმო შექმნეს.

IOM-მა ასევე სერვის ცენტრი დააფუძნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელმაც კონსულტაცია უკვე 200-ზე მეტ სამშობლოში დაბრუნებულს გაუწია და ისინი უნარ-ჩვევების განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე გადაამისამართა, მათ შორის „აგრო-კრედიტში“ და „აწარმოე საქართველოში“. ექვსმა დაბრუნებულმა უკვე მიიღო სასოფლო-სამეურნეო სესხი საკუთარი ბიზნეზის განვითარებისთვის ან „აწარმოე საქართველოში“-საგან შერჩევის საბოლოო პასუხს ელოდება. მომსახურების ცენტრი ასევე უზრუნველყოფს დაბრუნებულთა წარმატებულ მიმართვიანობას საჭირო სერვისებზე

გიორგი ღურჭუმელიძის თქმით, სერვის ცენტრი, ისევე, როგორც სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფუძნებული რკინა-ბეტონის საამქრო კარგი მაგალითი და მოტივაციაა სხვა ქართველებისთვის, რომლებიც სახლში დაბრუნებაზე ფიქრობენ.