უახლესი ამბები
Local

IOM-ის თანამშრომლები ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის (AVRR) ბენეფიციარებს თელავში შეხვდნენ

25 მაისს IOM-მა თელავში მიგრანტი ქალების მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის, როგორც პოზიტიური და მდგრადი რეინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის უზრუნველყოფაა. სამშობლოში დაბრუნებულ და ქალ მიგრანტებთან და დაუცველ მიგრანტებთან ჯგუფური შეხვედრების საშუალებით, IOM ხელს უწყობს კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიმოცვლას დაბრუნების შემდგომი სტრესისა და ზეწოლის გადასალახად. დაბრუნებულთა დაუცველი ოჯახის წევრებიც ჩართულობის და გაძლიერების მიზნით IOM მუშაობს ფსიქოლოგებთან, რომ ხელი შეუწყოს მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში, განათლების მიღებასა და დასაქმებაში. აღნიშნული შეხვედრები დაბრუნებულთათვის უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს, სადაც მათ მასპინძელ ქვეყნებში მიღებულ გამოცდილებაზე ღიად საუბარი და თავიანთი ისტორიების ერთმანეთისთვის გაზიარება შეუძლიათ.

შეხვედრას ხუთი მიგრანტი ქალი დაესწრო, რომლებიც ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამის (AVRR) მეშვეობით სამშობლოში გერმანიიდან და საბერძნეთიდან დაბრუნდნენ.

IOM განაგრძობს სამშობლოში დაბრუნებული ქართველებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გამოკვლევას და შეფასებას, განსაკუთრებული აქცენტით ქალებსა და გოგოებზე. IOM მხარს უჭერს და ხელს უწყობს მათ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, რეინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ-ეკონომიკური პროცესებთან გამკლავებას, განათლებაზე, შრომის ბაზარსა და მდგრად საარსებო შესაძლებლობებზე წვდომას.